2024 წელს 1 მილიარდ 696 მილიონი დოლარი გავიდა ქვეყნიდან სურსათის იმპორტზე, მოდით ვნახოთ, წლის განმავლობაში რას რამდენს მოვიხმართ, რამდენს ვაწარმოებთ და რამდენი შემოგვაქვს იმპორტით.
ოფიციალური მონაცემები (2024 წელი):
ხორბალი მოვიხმარეთ 617 ათასი ტონა, ვაწარმოეთ 149 ათასი ტონა, იმპორტით შემოვიტანეთ 546 ათასი ტონა.
სიმინდი მოვიხმარეთ 268 ათასი ტონა, ვაწარმოეთ 212 ათასი ტონა, იმპორტი 71 ათასი ტონა.
კარტოფილი მოვიხმარეთ 208 ათასი ტონა, ვაწარმოეთ 222 ათასი ტონა, იმპორტი 21 ათასი ტონა.
ბოსტნეული მოვიხმარეთ 224 ათასი ტონა, ვაწარმოეთ 134 ათასი ტონა, იმპორტი 148 ათასი ტონა.
მსხვილფეხა საქონლის ხორცი მოვიხმარეთ 36.1 ათასი ტონა, ვაწარმოეთ 26.7 ათასი ტონა, იმპორტი 11.6 ათასი ტონა.
ღორის ხორცი მოვიხმარეთ 58.2 ათასი ტონა, ვაწარმოეთ 30.5 ათასი ტონა, იმპორტი 31.2 ათასი ტონა.
ფრინველის ხორცი მოვიხმარეთ 89.4 ათასი ტონა, ვაწარმოეთ 26.7 ათასი ტონა, იმპორტი 77.6 ათასი ტონა.
რძე და რძის პროდუქტები მოვიხმარეთ 780 ათასი ტონა, ვაწარმოეთ 574 ათასი ტონა, იმპორტი 213 ათასი ტონა.
კვერცხი მოვიხმარეთ 697 მილიონი, ვაწარმოეთ 673 მილიონი, იმპორტი 37 მილიონი.
*შენიშვნა (შეჯამებისას სხვაობა გამოწვეულია ექსპორტით ან მარაგით)
აქვე გავეცნოთ რა თანხები გავიდა 2024 წელს ქვეყნიდან კონკრეტული პროდუქტების შესაძენად:
76.1 მილიონი აშშ დოლარის ხორბალი;
18.7 მილიონის პურის ფქვილი;
60.9 მილიონის მცენარეული ზეთი;
87.6 მილიონის შაქარი;
87.2 მილიონის ხორცი (ფრინველის გარდა);
109 მილიონის ფრინველის ხორცი;
65.9 მილიონის თევზი (დაკონსერვებულის ჩათვლით);
29.7 მილიონის შეუსქელებელი რძე, კეფირი, იოგურტი;
27.9 მილიონის შესქელებული რძე, რძის ფხვნილი;
39.9 მილიონის კარაქი;
31 მილიონის მარგარინი;
70.6 მილიონის ბოსტნეული;
2.4 მილიონის კარტოფილი;
142.7 მილიონის ხილი;
6.6 მილიონის კვერცხი.
რაც შეეხება პირუტყვის და ფრინველის სულადობას, 2024 წლის ბოლოს გვყავდა:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 811.5 ათასი
ღორი 138.4 ათასი
ცხვარი და თხა 740.4 ათასი
ფრინველი 8047.2 ათასი ფრთა
ზვიად ტომარაძე 01/14/2026
