1) აფხაზი ისეთივე ქართველია როგორც მეგრელი, კახელი, იმერელი და სხვა, ხოლო აფსუა კი ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლებული ადიღეურ-ჩერქეზული მოდგმის ხალხია. აფხაზები აფხაზეთის აბორიგენი მოსახლეობაა და ამიტომაც ჰქვია საქართველოს ამ ტერიტორიას აფხაზეთი.
2) ახლანდელი აფხაზეთის მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოს ერთიანობის მტერია, მათ ეზიზღებათ ქართველები. ბევრია მეგრული გვარის მქონე აფხაზი (აფსუა), საბჭოთა დროს როგორც ეთნიკურ უმცირესობას მრავალი პრივილეგია ჰქონდათ, ამიტომ ბევრი მეგრელი ჩაეწერა აფხაზად. თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ეს ადამიანები თავს აფხაზებად თვლიან და ქართველი მათთვის მტერია.
3) საქართველოს ტერიტორია წაგვართვეს, გამოგვიყარეს 300 000 კაცი, დაგვიხოცეს ხალხი და საქართველოს ერთიანობის მტერს ვინც და–ძმას ეძახის ცხოვრებაში ისურვებს ეგეთ და–ძმას? რა თქმა უნდა არა! აბა რატომ ფარისევლობს? საკუთარ თანამოძმეს რომელიც სხვა პოლიტიკურ ბანაკშია მტერს ეძახის და აფხაზია ძმა? შესაბამისად საქმე გვაქვს ფარისევლობასთან.
4) ხშირად გაიგონებთ შეკითხვას, აბა როგორ უნდა დავიბრუნოთ? როგორ უნდა შევრიგდეთ? დაბრუნება მოხდება მხოლოდ საომარი გზით, როგორც აზერბაიჯანმა გააკეთა ახლახანს. მართალია ახლა ამის საშუალება არ გვაქვს, რადგან აფხაზების უკან რუსეთი დგას, თუმცა სამომავლოდ სასწაული რომც მოხდეს და რუსეთთან აფხაზეთზე დავლაგდეთ, იქ მცხოვრები ხალხი, გვეტყვიან მობრძანდითო? არანაირად, მცირე ომი მაინც აუცილებელი იქნება. ომით წართმეულს მშვიდობიანად არავინ დააბრუნებს… შერიგებას რაც შეეხება, სადავო ტერიტორია თუ აღარ გვაქვს კი ბატონო შევრიგდეთ, მაგრამ შერიგება მტერთან, რომელიც შენ მიწაზე იძახის რომ მისია, სიბეცეა.
ზვიად ტომარაძე
16/08/2026
