6 მარტს ორგანიზაციამ “ერი და სახელმწიფო” პარლამენტში წარადგინა პეტიცია ჯანმოდან გამოსვლის შესახებ.
პეტიციის ტექსტი:
2020–2022 წლებში „კოვიდპანდემიის“ დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არასწორი მკურნალობის მეთოდებით, „გაიდლაინებითა“ და რეკომენდაციებით მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გარდა ამისა, ეს ორგანიზაცია მხილებულია კორუფციაში, ფარმაინდუსტრიასთან საეჭვო გარიგეგებში, ინფორმაციების დამალვასა და სიცრუის ტირაჟირებაში.
2025 წლის 21 იანვარს აშშ–ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას აშშ–ს მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების შესახებ, კოვიდპანდემიის არასწორი მართვისა და პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლობის უუნარობის მოტივით. 2025 წლის 1 თებერვალს ჯანმოს დატოვების შესახებ განაცხადი გაააკეთა არგენტინამ და იგივეს აპირებს უნგრეთი, იტალია და სხვა ქვეყნები.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველომ ასევე უნდა დატოვოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რიგები.
შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს სასტუმრო “Tbilisi Marriott”-ში გაიმართა კონფერენცია “საქართველომ დატოვოს ჯანმოს რიგები”.