პროექტი: „ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი კურსი ფერეიდნელი ქართველებისთვის“

2016 წლის 15 ივნისიდან  –  2019 წლის 20 ივლისამდე ზვიად ტომარაძის ხელმძღავენელობით, ჩატარდა 12 პროექტი ფერეიდნელი ქართველებისთვის. პროექტის მიხედვით, საქართველოში ქართული ენის და ხალხური სიმღერის შესაწავლად ჩამოგვყაბდა 12–15 ფერეიდნელი ახალგაზრდა. ერთი თვის მანძილზე ფერეიდნელები ქართულ ენასთან ერთად სწავლობდნენ ხალხურ სიმღერებს, ფანდურზე დაკვრას, ქართულ ცეკვას და საქართველოს ისტორიას. გოგონები ასევე სწავლობდნენ ქართული კერძების მომზადებას. პროექტის განმავლობაში ეწყობოდა 4 გასვლითი ექსკურსია. პროექტის დასრულებისას ტარდებოდა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც ფერეიდნელები ასრულებდნენ შესწავლილ ქართულ სიმღერებს.  პირველი და მეოთხე პროექტი „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა“ დააფინანსა;  ხოლო მეორე, მესამე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე პროექტები – პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა; მეათე და მეთორმეტე პროექტები კომპანია Dressup-მა დააფინანსა, ხოლო მეთერმეტე პროექტი თიბისი ბანკმა. პირველი რვა პროექტის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში უმასპინძლა.

აღნიშნული პროექტის ავტორი ზვიად ტომარაძე 2015 წლის 6 მაისიდან –10 მაისის ჩათვლით, იმყოფებოდა ფერეიდანში, სადაც ჩაიტანა ქართული წიგნები ფერეიდნელი ქართველებისთვის. ამ ვიზიტის დროს გამოიკვეთა ამ პროექტის განხორციელების სურვილი და აუცილებლობა ირანში მცხოვრები ქართველებისგან. მართალია ფერეიდნელთა უმრავლესობა ქართულად საუბარს ახერხებს, თუმცა მათი ქართული ენის ცოდნა ძალიან დაბალ დონეზეა და ქართულად წერა ყველას უჭირს. პროექტი ითვალისწინებს ფერეიდნელი ახალგაზრდებისთვის ქართული ენის შესასწავლი კურსის მოწყობას. ენის შესწავლასთან ერთად ქართველი ფერეიდნელების სურვილი იყო ქართული ხალხური სიმღერების შესწავლაც და პროექტი ითვალისწინებს ამ სურვილების რეალიზებას.