ამჟამად საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 20,3 მილიარდი დოლარია
ზვიად გამსახურდიას პერიოდში: 0
ედუარდ შევარდნაძის პერიოდში: 2,9 მილიარდი $
მიხეილ სააკაშვილის პერიოდში: 13,4 მილიარდი $
ბიძინა ივანიშვილის პერიოდში: 20,3 მილიარდი $
ეს ძალიან კარგად იცის ივანიშვილმა და მისმა სინდიკატმა, თუმცა 13 წელი ამის შესაცვლელად არაფერი გაუკეთებიათ! პირიქით, ადგილობრივი წარმოებების მაგივრად, ბანკებს და აზარტულ თამაშებს შეუწყვეს ხელი! ბანკების წლიური წმინდა მოგება 2012 წელს მხოლოდ 134 მილიონი ლარი იყო და ახლა 3,1 მილიარდი ლარია! აზარტული თამაშების ბრუნვა 2012 წელს მხოლოდ 1 მილიარდი ლარი იყო და ახლა 76 მილიარდია!
ეს თანხები გადის ქვეყნიდან, რადგან მათი მფლობელები ძირითადად უცხოელები არიან! ყოველწლიურად ასევე გადის ქვეყნიდან 1,7 მილიარდი დოლარი იმ პროდუქტის შესაძენად, რისი მოყვანაც თავისუფლად შეგვიძლია! შესაბამისად, ექსპორტ–იმპორტის უარყოფითი სალდო ყოველწლიურად მზარდია და 2025 წელს 11,2 მილიარდი დოლარი იყო!!!
ამ დანაკლისს საქართველო “ემიგრანტების ექსპორტით” (მათი ფულადი გზავნილებით) და ახალი ვალების აღებით აბალანსებს!
ზვიად ტომარაძე
26/01/2026
