ბოიკოტი! არ ვყიდულობთ კოკა–კოლას და არ ვასხამთ საწვავს ვისოლში!

დღევანდელი აქციის მოკლე რეზიუმე:

აქცია შედგა და წამყვანი ტელემედისგან გაშუქდა, პრემიერ და პრეზიდენტი, რომლებსაც ავლაბრში დიპლომატებთან შეხვედრაზე მოულოდნელად მივაკითხეთ, ქვემოთა კარიდან ისე გაგვეპარენ, რომ არაფერი გვითხრეს, ანუ მათ ხალხთან სათქმელი არაფერი აქვთ! თემურ ჭყონიას და სოსო ფხაკაძის ფაშისტური განცხადებების გამო, ბოიკოტს ვუცხადებთ კომპანიებს "კოკა–კოლას" და "ვისოლს", შესაბამისად არ ვყიდულობთ კოკა–კოლას და არ ვასხამთ საწვავს ვისოლში!

როგორც კი ხელისუფლება ომს გამოუცხადებს საკუთარ მოსახლეობას და მწვანე პასპორტებს შემოიღებს, ყველანი გამოვალთ ქუჩაში და ომს – ომით ვუპასუხებთ!

დიდი მადლობა ყველას, ვინც ფინანსური თუ ადამიანური წვლილი შეიტანა აქციის ორგანიზებაში.

ბრძოლა გრძელდება! ჩვენი ბრძოლა სამართლიანია!ღმერთი ფარავდეს ჩვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს!

ზვიად ტომარაძე 5/11/2021