მივმართავ საქართველოს საპატრიარქოს!

მოგახსენებთ, რომ გუშინ 16 ნოემბერს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ აქციაზე, სასულიერო პირმა, მამა დავით ისაკაძემ, იმის გამო რომ ე. წ. სპეციალისტების ჯგუფს მარგინალები ვუწოდე, უტიფრად დამაბრალა, რომ მე მართული ვარ და საზოგადოებას მოუწოდა გამემიჯნოს!

აღნიშნული საქციელი, არის არა მარტო შეუფერებელი და უმსგავსო, არამედ წარმოუდგენელი სასულიერო პირის მხრიდან!

მამა დავით ისაკაძემ გამოიყენა რა სამღვდელო ხარისხი, როგორც მღვდელმა ყველა ქრისტიანს მოუწოდა აღარ დამდგარიყო ჩემს გვერდით
რადგან ცილისწამება ათიდან ერთ–ერთი მცნების დარღვევაა, საპატრიარქოსგან მოვითხოვ ადექვატურ რეაგირებას.

პატივისცემით,
ზვიად ტომარაძე
ორგანიზაცია: "ერი და სახელმწიფოს" ხელმძღვანელი

წყარო