საკმაოდ მაღალია სრულად აცრილებში დაინფიცირების...

უცნაური რამ ხდება გერმანიაში. კერძოდ, რობერტ კოხის ინსტიტუტის (Robert Koch-Institut)

მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ჩანს, რომ 42 და 45 კვირების ჩათვლით (18 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე) საკმაოდ მაღალია სრულად აცრილებში დაინფიცირების, ინტენსიურ განყოფილებაში მოხვედრის და გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებლები.

გერმანიაში სრულად აცრილების ინფიცირებას, რომელიც სიმპტომებითაა გამოხატული, Impfdurchbruch ეწოდება. მისი რაოდენობა კი, მედიის, პოლიტიკის თუ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ვაქცინის ეფექტურობის მტკიცების მიუხედავად, საკმაოდ მაღალია. გვახსოვს, როგორი მონდომებით გვარწმუნებდნენ, რომ ვაქცინით მორჩებოდა ეს ე.წ. პანდემია

საინტერესოა ის ფაქტი, რომ Impfdurchbruch არ მოიცავს ასიმპტომატურ პაციენტებს. შესაბამისად გამორიცხული არ არის, რომ დადებითი PCR ტესტი სრულად აცრილ მოსახლეობაში ბევრად დიდი რაოდენობით გვხვდებოდეს, ვიდრე ეს სტატისტიკურადაა აღრიცხული. ვიმეორებ Impfdurchbruch მოიცავს მხოლოდ სიმპტომატურ შემთხვევებს

სიმპტომატურ კოვიდ შემთხვევებში ვხედავთ, რომ

- 12 დან 17 წლამდე ასაკში 5,6% სწორედ სრულად აცრილებზე მოდის.

- 18 დან 59 წლამდე 43%.

- 60 წლიდან ზემოთ კი 61,6%.

ჰოსპიტალიზებულ სიმპტომატურ შემთხვევებში

- 12 დან 17 წლამდე ასაკში 4,5% სწორედ სრულად აცრილებზე მოდის.

- 18 დან 59 წლამდე 23,9%.

- 60 წლიდან ზემოთ კი 44,8%.

ინტენსიურ განყოფილებაში მოხვედრილთა შორის

- 12 დან 17 წლამდე ასაკში არც აცრილებში და არც აუცრელებში ინტენსიურ განყოფილებაში მოხვედრის შემთხვევა არ გვხვდება.

- 18 დან 59 წლამდე 13,1%

- 60 წლიდან ზემოთ კი 37,8%

გარდაცვლილ სიმპტომატურ შემთხვევათა შორის

- 12 დან 17 წლამდე ასაკში გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არაა, როგორც აცრილებში ასევე აუცრელებში.

- 18 დან 59 წლამდე 23,1%

- 60 წლიდან ზემოთ კი 42%

მოდი და ამის მერე თქვი, თუ რატომ არ ენდობა მოსახლეობა ამ, ეგრეთ წოდებულ, ვაქცინაციას. რიცხვებს ვერაფერს მოვუხერხებთ. სამწუხაროდ, მსუბუქად რომ ვთქვათ, ეს ვაქცინა ისე არ მუშაობს, როგორც გვპირდებოდნენ ან გვპირდებიან. ის საგიჟეთი კი, რასაც მედია, პოლიტიკოსები და ჯანდაცვის წარმომადგენლები აწყობენ, ტყუილებზეა აგებული.

p.s. არა მაინც, როდის აქეთაა, რომ მთავრობები, ფარმა კომპანიები, მედია და კომერციული მედიცინა მოსახლეობაზე ზრუნავენ

p.s.s ნეტავ ჩვენთან რა ხდება

 სტატიის ავტორი: გიორგი ხარაზიშვილი (ჟურნალისტი, ეკონომისტი)