როგორ დაიმონეს საქართველო?

მართალია კომუნისტურ ეპოქაში ქართველი ერი მატერიალურად შეძლებული და უზრუნველყოფილი იყო, მაგრამ ჰგავდა ქალს, რომელიც მისი ნების საწინააღმდეგოდ მდიდარ საქმროს გააყოლეს და შესაბამისად არ იყო ბედნიერი, მას აკლდა თავისუფლება, რომელიც მოიპოვა კიდეც 1991 წელს. ნანატრი თავისუფლების მოპოვების შემდეგ:

1. ეტაპი. 1991 წელი: კანონიერი ხელისუფლების დამხობა;

2. ეტაპი. 1992– 2003 წლები: გენოფონდის ლიკვიდაცია ომებში; ახალგაზრდობის მასიური ნარკომანიზაცია და საზღვარგარეთ ემიგრაცია (ძირითადად საქურდავად, ან ლტოლვილად ჩასაბარებლად); საშუალო, შეძლებული ფენის გაქრობა; მრეწველობის სრული განადგურება; მოსახლების საბანკო კაბალაში გაბმა;

3. ეტაპი. 2003–2012 წლები: სოფლის მეურნების განადგურება; სტრატეგიული ობიექტების და ბუნებრივი სიმდიდრის გაყიდვა; უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორის შექმნა–გაძლიერება; სადისტური სიმკაცრე ციხეში და მის გარეთ, რამაც გამოიწვია მოსახლეობის სულიერი დაკნინება; შეფარული ბრძოლა ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუტთან– ეკლესიასთან; საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების და ტრადიციების მარგინალიზაცია; მეცნიერების და საშუალო განათლების სისტემის მოშლა;

4. ეტაპი. 2012–2019 წლები: საზოგადოებისთვის უმრავლეობისთვის ყოვლად მიუღებელი, ანტიეროვნული ცვლილებები კანონმდებლობაში; ლიბერალური დიქტატი, მათ შორის ტელე–მედიაში; უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორის “ბატონობა”. აზარტული ბიზნესის სრული კარტ–ბლანში; აზიური ქვეყნებიდან იმიგრაცია.

P.S. აქ მხოლოდ ძირითადი ჩამონათვალია და შეიძლება ბევრი რამ გამომრჩა. ზოგიერთი მავნებლობა სამივე პერიოდში ხდებოდა, მაგრამ ყველგან აღარ გავიმეორე. ზვიად ტომარაძე 21/01/2020