1. „აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვის შესახებ“ პეტიციის ავტორი, რომელიც დაიწერა პრემიერ მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. (2012 წლის ოქტომბერი)

 https://www.youtube.com/watch?v=ZImb3ESN7iE

https://www.facebook.com/ErovnulReligiuriInstituti/posts/380984231968167

 

  1. კანონპროექტის: „აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვის შესახებ“                                              ავტორი კობა დავითაშვილთან ერთად.

https://www.youtube.com/watch?v=OBK8XmcImTc&fbclid=IwAR1p5s74bsZWR3CSMfGMG5ww0_TxPYs4qmr883qHJ-nhiUFa2D_jGcbFSi4

http://www.myvideo.ge/?video_id=1977986

https://www.palitravideo.ge/yvela-video/akhali-ambebi/26069-qsazogadoebriv-mautsyebelthanq-sathamasho-biznesis-reklamireba-gaaprotestes.html

 

  1. კაზინო შანგრილას დემონტაჟის მოთხოვნით გამართული აქციის ორგანიზატორი. (2012 წლის 11 ნოემბერი)

https://www.youtube.com/watch?v=8fbR6r-OmWA

 

  1. 2013 წელს დავწერე პროექტი „ონის რაიონის სოფლებში დეურბანიზაციის შესახებ“. პროექტი ითვალისწინებდა,  ფაქტიურად დაცლილ ონის რაიონის სოფლებშიმოსახლეობის დაბრუნებას, 1 500 000 ლარით რაჭაში 300 ადამიანი ბრუნდებოდა (თითო ადამიანზე გათვალისწინებული იყო 5 000 ლარი). სამწუხაროდ პროექტი ხელისუფლებამ არ გაიზიარა.

https://reportiori.ge/old/?menuid=3&id=51992

 

  1. 2013 წლის მაისის თვეში დავწერე კანონპროექტი ლიბერალური საემიგრაციო პოლიტიკის გასამკაცრებლად, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს მიერ ცალმხრივად გაუქმებული სავიზო რეჟიმის და სავიზო მოსაკრებლის აღდგენას.

https://reportiori.ge/old/?menuid=2&id=8697

 

  1. ავტორი კანონპროექტისა: „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“ (2013 წლის ნოემბერი)

https://www.youtube.com/watch?v=hm0JDnsjxJ0

https://reportiori.ge/old/?menuid=3&id=7888&lang=1

 

  1. 2013 წლის 16 ნოემბერს ღია წერილით მივმართე აშშ–ს ელჩს აფხაზეთის და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით.

http://reportiori.ge/old/geworld.ge,?menuid=3&id=8462

 

  1. 2014 წლის თებერვალში ხელისუფლებას მოვუწოდე არ გადაედგა ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და ტექდათვალიერების უფლება უცხო ქვეყნის კომპანიებისთვის არ მიეცა.

https://reportiori.ge/old/?menuid=3&id=16547&lang=1

 

  1. 2014 წლის მარტში, ღია წერილი მივწერე იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, სადაც მოვუწოდე საზოგადოებრივი აზრი გაეთვალისწინებინა ალტერნატიული ბარათების შემოღებასთან დაკავშირებით.

https://reportiori.ge/old/?menuid=3&id=18285&lang=1

 

  1. 2014 წლის მაისში პრესკონფერენციაზე გავაკრიტიკე ხელისუფლება ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების გამო

https://reportiori.ge/old/?menuid=3&id=27512&lang=1

https://reportiori.ge/old/?menuid=2&id=27159

 

  1. ავტორი კანონპროექტისა: „სითი პარკის წინააღმდეგ“ როინ მიგრიაულთან ერთად. რომელიც 2014  წლის 29 მაისს პარლამენტმა  მესამე მოსმენით მიიღო და 15 ივნისს ამოქმედდა.

https://info.parliament.ge/#law-drafting/7972

 

 

  1. კაზანტიპის ფესტივალის გაუქმების მოთხოვნით ჩატარებული აქციის ორგანიზატორი, სოსო მანჯავიძესთან ერთად. (2014 წლის ივლისი)

https://www.youtube.com/watch?v=ik4xhBxLYhk

 

  1. 2014 წლის 14 ოქტომბერს, მივმართე პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, ჰერელი ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად.

https://reportiori.ge/old/?menuid=3&id=41566&lang=1

 

  1. ემზარ კვიციანის განთავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქციების ორგანიზატორი, ემზარ ქვარიანთან ერთად. (2014 წლის ოქტომბერი)

https://kvirispalitra.ge/article/23398-kvicianis-momkhreebi-khelisuflebas-ultimatums-uyeneben/

 

  1. 2014 წლის ოქტომბერში ჩავატარეთ აქცია კანცელარიასთან წალკაში მცხოვრები ქართველების დასახმარებლად.

https://reportiori.ge/old/?menuid=3&id=43334&lang=1

 

  1. 2015 წლის თებერვალში „ქართული მიწის დაცვის კომიტეტის“ შექმნის ინიციატორი. სადაც გავერთიანდით: სოსო მანჯავიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, პაატა კოღუაშვილი (პროფესორი), ლადო სადღობელაშვილი, ემზარ ქვარიანი ,დავით ლილუაშვილი, ნატალია ხოხიაშვილი. ჩვენი ერთობლივი მცდელობით დაიბლოკა ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტი მიწის შეუზღუდავად გაყიდვის შესახებ.

http://reportiori.ge/old/?menuid=3&id=54302

https://www.youtube.com/watch?v=-2dsMXlEj68

 

  1. 2015 წლის მარტში სოსო მანჯავიძესთან ერთად გავმართე პრესკონფერენცია, სადაც წარმოვადგინეთ მტკიცებულება მცხეთის რაიონში 5 არაბული სოფელის გაშენების საფრთხესთან დაკავშირებით.

http://geworld.ge/ge/6562/

 

  1. 2015 წლის მაისში ფერეიდანში მცხოვრებ ქართველების ჩავუტანე სახელმძღვანელოები.

https://reportiori.ge/old/?menuid=3&id=64908&lang=1

 

  1. 2015 წლის 6 აგვისტოს დიმიტრი ლორთქიფანიძესთან და სოსო მანჯავიძესთან ერთად ღია წერილით მივმართეთ პრემიერ–მინისტრს ახალი საგნის „მე და საზოგადოება“ სკოლაში დანერგვის საკითხთან დაკავშირებით.

https://www.interpressnews.ge/ka/article/343197-dimitri-lortkipanize-soso-manjavize-da-zviad-tomaraze-premier-ministrs-mimartaven/

 

  1. 2015 წლის სექტემბერში პარლამენტში სოსო ჯაჭვლიანმა წარადგინა ჩემი დაწერილი კანონპროექტი. რის მიხედვითაც, 3 კანონიდან: 1)„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ”, 2)„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან” და 3) „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსიდან“ ხდებოდა ტერმინების: “სექსუალური ორიენტაცია” და “გენდერული იდენტობა” ამოღება. ხელისუფლების დეპუტატებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ აღნიშნულ კანონპროექტს მხარდაჭერა არ ექნებოდა, მაგრამ თუ შევიმუშავებდი საკონსტიტუციო ცვლილებას ქორწინების დეფინიციაზე, მის კონსტიტუციაში ჩაწერას მხარს დაუჭერდნენ.

https://reportiori.ge/old/?menuid=3&id=76600

 

  1. 2015 წლის დეკემბერში  პარლამენტში სოსო ჯაჭვლიანმა წარადგინა ჩემი დაწერილი კანონპროექტი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კანონპროექტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა, სხვა კომიტეტში მისი განხილვა აღარ გაგრძელებულა. ინიციატორმა (სოსო ჯაჭვლიანი) კანონპროექტი უკან გამოითხოვა, ვინაიდან საპატრიარქოდან ის მხარდაჭერა რისი იმედი ჰქონდა, ვერ მიიღო.

http://www.tabula.ge/ge/story/104217-komitetma-religiuri-grdznobebis-sheuracxkofis-dasjas-mxari-dauchira

https://www.youtube.com/watch?v=AotFjnbM8sM   

https://netgazeti.ge/opinion/95531/

 

  1. 2015 წლის დეკემბერში მრავალშვილიანი დედის თეა სირაძის გათავისუფლების მოთხოვნით, პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციის ორგანიზატორი

https://www.youtube.com/watch?v=VCnM4XN4UJ4

https://reportiori.ge/old/?menuid=3&id=84478

 

  1. 2016 წლის იანვრის თვეში ოცნების დეპუტატებთან გავმართე კონსულტაციები კანონპროექტთან (საკონსტიტუციო ცვლილება) დაკავშირებით. რის მიხედვითაც კონსტიტუციაში უნდა განმარტებულიყო, რომ ქორწინება წარმოადგენს კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის. კანონპროექტი შევიმუშავებულ იქნა ხორვატიისა და ლატვიის გამოცდილების გათვალისწინებით. ხელისუფლებასთან კონსულტაციებმა შედეგი არ გამოიღო (ხელისუფლებამ არ შეასრულა მოცემული პირობა).  ამიტომ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი (სანდრო ბრეგაძე,  ზვიად ტომარაძე, სოსო მანჯავიძე, გიორგი გიგაური, მერაბ შათირიშვილი) და ცეესკოს მივმართეთ სარეფერენდუმო საკითხის (ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას)  დარეგისტრირების მოთხოვნით. ცეესკომ  საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა დაარეგისტრირა და დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. ორი თვის მანძილზე შეგროვებულ იქნა 200 000–ზე მეტი ხელმოწერა, თუმცა პრეზიდენტმა რეფერენდუმი არ დანიშნა. საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც შეიქმნა 2016 წლის დეკემბერში კონტიტუციაში ჩაწერა ქორწინების დეფინიცია.

http://reportiori.ge/old/?menuid=3&id=88455

 

  1. 2016 წლის 26 თებერვალს “იურიდიულ საკითხთა კომიტეტში” გაიმართა ოჯახში ძალადობის აღკვეთის კანონპროექტის განხილვა. განხილვას მე და სოსო მანჯავიძე დავესწარით. სხდომაზე მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით წინააღმდეგი, კანონი ასეთი ფორმულირებით ყოფილიყო მიღებული და პარლამენტარებს კანონის მიღების შედეგად მოსალოდნელი საფრთხეები განვუმარტეთ. თუმცა კომიტეტმა კანონპროექტს (იუვენალური იუსტიცია) მხარი მაინც დაუჭირა და პარლამენტში პირველ მოსმენაზე გასასვლელად მწვანე შუქი აუნთო.

http://www.reportiori.ge/inside.php?menuid=101&id=1042&fbclid=IwAR0AILmIOdadi7dp_cpv92WP3qukNc0F09Au3s6GFs28E1n5Pc1GQ4z85dg

 

  1. 2016 წლის თებერვლის თვეში სხვა მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად შევეწინააღმდეგე სკოლებში ახალი საგნის „მე და საზოგადოების“ მეთოდოლოგიის სტანდარტის თავდაპირველ ვარიანტს, დიდი ბრძოლების შედეგად, ახალი სტანდარტის სახელმძღვანელოდან ამოღებული იქნა მრავალი მიუღებელი ფრაზა და ტერმინი.

http://reportiori.ge/old/worknet.gov.ge?menuid=3&id=88634

https://reportiori.ge/old/?menuid=3&id=88620

 

  1. 2016 წლის 21 აპრილს საქართველოს პარლამენტში შევიტანე საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი (3 კანონპროექტი). რის მიხედვითაც: „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონიდან ხდებოდა ტერმინების: “სექსუალური ორიენტაცია” და “გენდერული იდენტობა” ამოღება. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან” ხდებოდა ტერმინების: “სექსუალური ორიენტაცია” და “გენდერული იდენტობა” ამოღება. „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ხდებოდა ტერმინის: “სექსუალური ორიენტაცია” ამოღება. (რეგისტრაციის ნომერი 7522) 6 ივნისს გაიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა, სადაც გაიმართა აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვა, სხდომაზე სიტყვით გამოვედი და დავასაბუთე საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა. 20 ივნისს “ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა” ფაქტიურად გაიზიარა საკანონმდებლო წინადადება (ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ტერმინების: სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობის ამოღება) და მზადყოფნა გამოთქვა ამ და სხვა საკანონდებლო ცვლილებათა პაკეტზე იმუშაოს ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან.

https://netgazeti.ge/news/121089/

 

  1. 2016 წლის 2 ივნისს ღია წერილით მივმართე აშშ–ს ელჩს. სადაც მოვუწოდე მეტი სიფრთხილე გამოეჩინა განცხადებებში, ასევე სუვერენული სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების (სასამართლო) მიმართ მეტი პატივისცემა გამოეჩინა.

http://reportiori.ge/old/tf1.fr?menuid=3&id=80691

https://www.facebook.com/ztomaradze/videos/10209243455864320

 

28. 2016 წლის ოქტომბერში შევიმუშავე კანონპროექტი სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების შეზღუდვასთან დაკავშირებით. აღნიშნულ კანონპროექტში ისეთი ტიპის რეგულაციები იყო, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე იშვიათი გამონაკლისის გარდა მიწას ფაქტიურად ვერ შეიძენდა, ანუ სახელად  შეზღუდვა ერქვა, მაგრამ ფაქტიურად აკრძალვას წარმოადგენდა. აღნიშნული კანონპროექტი ნოემბრის შუა რიცხვებში პარლამენტში გასატანად პარლამენტარ სიმონ ნოზაძეს გადაეცა.  ვინაიდან შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია და ამ კომისიაში დიმიტრი ლორთქიფანიძემ ამჯერად წარადგინა აღნიშნული საკითხის საკონსტიტუციო ცვლილების ვარიანტი, რომელიც ერთობლივად შევიმუშავეთ, ძველი კანონპროექტი აღარ განხილულა.

https://www.interpressnews.ge/ka/article/411458-zviad-tomaraze-kanonproekti-romelic-ucxoetis-mokalakeebs-kartuli-micis-shezenas-sheuzgudavs-parlamentshi-mimdinare-kvirashi-unda-daregistrirdes/

 

29. 2016 წლის 22 ნოემბერს ადვოკატ როინ მიგრიაულთან ერთად საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შევიტანეთ. კანონპროექტის მიხედვით:  კომპანია “სითი პარკს” აღარ ექნებოდა უფლება საჯარიმო სადგომზე გადაეყვანა მოქალაქეთა ავტომობილები, აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება მხოლოდ სახელმწიფო / ადმინისტრაციული ორგანოების მიერ იქნებოდა შესაძლებელი. 28 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი არ დაუჭირა ჩვენს მიერ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებას „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აბსურდული მიზეზით, ვითომ საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ფორმულირება არ შეესაბამებოდა მის მიზნებს.

https://www.youtube.com/watch?v=fK_pjt6RCCQ

 

30. 2016 წლის დეკემბრის თვეში შევიმუშავე 4 საკონსტიტუციო ცვლილება. პირველი ცვლილების მიხედვით, პარლამენტის წევრად არჩევა შესაძლებელი იქნებოდა 25 წლიდან ნაცვლად 21 წლისა. მეორე საკონსტიტუციო ცვლილების შედეგად ზუსტდებოდა კონსტიტუციური გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის მიღების ვადები, თუ ამის საჭიროებას მოითხოვს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგი. ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე, კონსტიტუციური გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტში დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. მესამე საკონსტიტუციო ცვლილების შედეგად კონსტუტუციის 50-ე, 61-ე, 73-ე და მე-100 მუხლებში იცვლებოდა ვადები 48 საათის ნაცვლად 12 საათი ან სიტყვით დაუყოვნებლივ. მეოთხე საკანონსტიტუციო ცვლილება შევიმუშავე დიმიტრი ლორთქიფანიძესთან ერთად და შეეხებოდა კონსტიტუციის დონეზე მიწის გასხვისების აკრძალვას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.  ფორმულირება: „მიწა, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი, სტრატეგიული, შეუცვლელი, გაუმრავლებელი რესურსი და საკუთარი შთამომავლობის გარანტირებული საკვები ბაზა, საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს,  გამონაკლისი შემთხვევები განისაზღვრება კანონით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ“. პრემიერის ინიციატივით შეიქმნილ საკონსტიტუციო კომისიაში აღნიშნული კანონპროექტები წარადგინა კომისიის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. შედეგად კომისიამ გაიზიარა პირველი და მესამე კანონპროექტები სრულიად, ხოლო მეოთხე მიწის გასხვისების აკრძალვის შესახებ ნაწილობრივ.

https://www.youtube.com/watch?v=euzyBB0qNIg

https://reportiori.ge/old/?menuid=3&id=85751

 

31. 2017 წლის 15 იანვარს საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ღია წერილით მივმართე საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს ვასიკო მაღლაფერიძეს, რომ 1 არზე არ გაუქმდეს ერთადერთი პატრიოტული გადაცემა “გააგრძელე საქართველოს ისტორია”. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ამ საკითხში ჩვენს მხარეს იყო და ითხოვდა პროექტის შენარჩუნებას, სამწუხაროდ ამ მიმართვას შედეგი არ მოჰყოლია.

https://www.gmtv.ge/?p=14479

 

32. 2017 წლის 9 თებერვალს საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ღია წერილით მივმართე ისრაელის ელჩს საქართველოში, ისრაელში ჩასულ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ღირსების შემლახველი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამო. ამ მიმართვის შემდეგ, რომელიც გავრცელდა მედიაში, 10 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ისრაელის ელჩს შაბთაი ცურის აღნიშნულ პრობლემაზე სასაუბროდ შეხვდა. თუმცა არც ამ შეხვედრის შემდეგ შეცვლილა სიტუაცია და ეს პრობლემა დღესაც მოსაგვარებელია.

http://www.reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=37081

 

33. 2017 წლის თებერვლის თვეში პარლამენტში წარვადგინე საკანონმდებლო წინადადება: აბორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

http://liberali.ge/news/view/29264/aborti-gaumartlebelia-moraluri-kutkhit–zviad-tomaradze-abortis-uflebis-shezghudvas-moitkhovs

 

34. 2017 წლის მარტის თვეში პარლამენტში წარვადგინე საკანონმდებლო წინადადება: სასამართლოს მიერ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვის შესახებ, რომლებიც გრანტის სანაცვლოდ მიდიან სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ.

http://netgazeti.ge/news/193187/

 

35. 2017 წლის ივლისში, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მივმართე პრემიერს, რათა არ დაეშვა ქართული ჯარის ქართული პროდუქციით მომარაგების ჩანაცვლება, იმპორტული პროდუქციით.

http://patrioti-tv.ge/economic/560–.html

 

36. 2017 წლის სექტემბერში პარლამენტში ემზარ კვიციანმა წარადგინა ჩემი დაწერილი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ვითხოვდით: 1. უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭების გამკაცრებას, არსებული 5 წლიანი ვადის 10 წლამდე გაზრდას და 2. ემიგრანტებისთვის, ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას. ამ საკითხზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე ამ ორი საკითხის გარდა, ასევე დავაყენე კიდევ ორი საკითხი საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისას სავალდებულო ყოფილიყო ქართული ენის და საქართველოს ისტორიის ცოდნა და ფიქტიური ქორწინების გამოსარიცხად არსებული 2 წლიანი ვადის 5 წლამდე გაზრდას. სამუშაო ჯგუფმა 4–დან სამი საკითხი სრულიად გაიზიარა, ხოლო ერთი ნაწილობრივ. 2018 წლის 6 აგვისტოს ძალაში შესული კანონის მიხედვით: 1. უცხოელებისთვის მაკაცრდა საქართველოს მოქალქეობის მინიჭება, არსებული 5 წელი გაიზარდა 10 წლამდე; 2. ფიქტიური ქორწინების გამოსარიცხად არსებული 2 წელი გაიზარდა 5 წლამდე; 3. საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისას სავალდებულო გახდა ქართული ენის და საქართველოს ისტორიის ცოდნა.

https://reportiori.ge/inside.php?menuid=101&id=46009

http://liberali.ge/news/view/31242/salome.ge

https://www.facebook.com/dedakalaki/videos/1876209462423506/UzpfSTEyNTkyMzMxOTI6MTAyMTU2MDc0MjY3OTk2MTY/

https://www.facebook.com/ztomaradze/videos/vb.1259233192/10216177880060591/?type=3&hc_location=ufi

 

37. 2017 წლის 7 ოქტომბერს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დავუპირისპირდი ფემინისტური კანონპროექტის განხილვას “გენდერულ კვოტირებაზე”,

https://www.facebook.com/ztomaradze/videos/10213889741178549

ამის მცდელობა 2015 წელსაც ქონდათ…

https://reportiori.ge/old/?menuid=3&id=82236

 

38. 2017 წლის 13 ოქტომბერს საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად პრემიერ–მინისტრს მივმართეთ და მოვთხოვეთ (კანონის შესრულება) სახელმწიფო ენის დეპარტამენტის შექმნა. 28 ოქტომბერისთვის ამ საკითხზე დავაანონსეთ აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან, 27 ოქტომბერს პრემიერ–მინისტრმა აღასრულა 2 წლის წინ მიღებული კანონი, შექმნა ენის დეპარტამენტი და ამ თანამდებობაზე დანიშნა ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

http://reportiori.ge/inside.php?menuid=101&id=56477

 

39.2017 წლის ნოემბერში, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მივმართე პრემიერს, რათა ხელისუფლების დადგენილებიდან (სასკოლო მზაობის პროგრამა) ამოეღოთ “თანასწორობა გენდერული საკითხები“.

https://www.facebook.com/photo?fbid=10214173550953616&set=a.4620840959909

 

40. 2018 წლის აპრილში პარლამენტში ემზარ კვიციანმა წარადგინა ჩემი დაწერილი კანონპროექტი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის განხილვაზე გადაწყდა სამუშაო ჯგუფის შექმნა ამ და სხვა რელიგიურ საკითხზებზე. სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, თუმცა აღნიშნულ ჯგუფში ამ საკითხმა ვერ მოიპოვა მხარდაჭერა.

http://liberali.ge/news/view/35561/emzar-kvitsianis-initsiativit-religiuri-grdznobebis-sheuratskhyofa-dasjadi-gakhdeba

 

41. 2018 წლის მაისში პარლამენტში ემზარ კვიციანმა წარადგინა ჩემი დაწერილი კანონპროექტების პაკეტი (8 კანონი) საქართველოს კანონმდებლობიდან ტერმინების: „სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა“ ამოღების შესახებ. 2019 წლის 4 აპრილს აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტის პლენარულს სხდომაზე კენჭისყრაზე მხოლოდ 27–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკითხი ჩავარდა.

http://liberali.ge/news/view/36405/kvitsianis-kanonproeqtit-antidiskriminatsiuli-kanonidan-seqsualuri-orientatsia-unda-amoighon

https://netgazeti.ge/news/353936/

 

42. 2018 წლის აგვისტოს თვეში პარლამენტში ემზარ კვიციანმა წარადგინა ჩემი დაწერილი კანონპროექტი: დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების შესახებ. 12 სექტემბერს განათლების კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას. საკითხის შემდეგი განხილვა აღარ გამართულა.

http://netgazeti.ge/news/303925/

 

43. 2018 წლის სექტემბრის თვეში პარლამენტში ემზარ კვიციანმა წარადგინა ჩემი დაწერილი კანონპროექტი: საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ჩადრით, ბურკით და ნიქაბით სიარულით აკრძალვის შესახებ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის განხილვაზე გადაწყდა სამუშაო ჯგუფის შექმნა ამ და სხვა რელიგიურ საკითხზებზე. სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, თუმცა აღნიშნულ ჯგუფში ამ საკითხმა ვერ მოიპოვა მხარდაჭერა.

http://netgazeti.ge/news/302903/

 

44. 2018 წლის 31 აგვისტოს 23 კაციან საინიციატივო ჯგუფთან ერთად პარლამენტში წარვადგინეთ ჩემს მიერ შემუშავებული კანონპროექტი ბინადრობის უფლების გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით და მოვითხოვეთ ბლანკების გადმოცემა 30 000 ხელმოწერის შესაგროვებლად. თვენახევრის მანძილზე შევაგროვეთ 35 000 ხელმოწერა და 24 ოქტომბერს პარლამენტში წარვადგინეთ. პარლამენტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა, კომიტეტებში განხილვების შემდეგ, 2020 წლის 16 სექტემბერს კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრაზე გავიდა და მას მხოლოდ 16 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

http://kvira.ge/509599

https://www.youtube.com/watch?v=Y1oIkM9B8P4

https://www.facebook.com/photo/?fbid=10223546205984134&set=a.4620840959909

 

45. 2016 წლის 15 ივნისიდან –  2019 წლის 20 ივლისამდე ჩავატარე 12 პროექტი ფერეიდნელი ქართველებისთვის. პროექტის მიხედვით, საქართველოში ქართული ენის და ხალხური სიმღერის შესაწავლად ჩამომყავდა 12–15 ფერეიდნელი ახალგაზრდა. ერთი თვის მანძილზე ფერეიდნელები ქართულ ენასთან ერთად სწავლობდნენ ხალხურ სიმღერებს, ფანდურზე დაკვრას, ქართულ ცეკვას და საქართველოს ისტორიას. გოგონები ასევე სწავლობდნენ ქართული კერძების მომზადებას. პროექტის განმავლობაში ეწყობოდა 4 გასვლითი ექსკურსია. პროექტის დასრულებისას ტარდებოდა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც ფერეიდნელები ასრულებდნენ შესწავლილ ქართულ სიმღერებს.  პირველი და მეოთხე პროექტი „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა“ დააფინანსა;  ხოლო მეორე, მესამე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე პროექტები – პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა; მეათე და მეთორმეტე პროექტები კომპანია Dressup-მა დააფინანსა, ხოლო მეთერმეტე პროექტი თიბისი ბანკმა. პირველი რვა პროექტის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში უმასპინძლა.

https://www.youtube.com/watch?v=0BfRVJN95GY

https://www.youtube.com/watch?v=ghMDYqSEspY

https://www.youtube.com/watch?v=dqA0UTusCi4

ფერეიდნელების მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით აქციების ორგანიზატორი:

2017 წლის 28 სექტემბერს:

https://www.youtube.com/watch?v=YwOumWeKNWw

2018 წლის 25 ივლისს:

https://rustavi2.ge/ka/news/109862?fbclid=IwAR1BkHSPsZi4KtnzLYJBqBOAqc2Ny-HnsOkeBmoJolQm2OedcXj6AJP-_8M

2018 წლის 12 ივნისს საქართველოს მოქალაქე ფერეიდნელბისთვის ბანკების მიერ ანგარიშების დახურვის გამო, სახალხო დამცველის ოფისთან აქციის ორგანიზატორი:

https://www.facebook.com/photo/?fbid=10216002459195179&set=a.4620840959909

 

  1. 2018 წლის 5 ოქტომბერს სახელმწიფო კანცელარიასთან „საინიციატივო ჯგუფმა“ ჩავატარეთ აქცია მოთხოვნებით: 1) გამკაცრდეს საიმიგრაციო პოლიტიკა, დაუყოვნებლივ დაწესდეს სავიზო რეჟიმი აზიის იმ ქვეყნებთან, საიდანაც ადგილი აქვს მასიურ მიგრაციას. 2) გაუქმდეს მოკლევადიანი ბინადრობის უფლების გაცემა უცხოელებისთვის. კერძოდ, აიკრძალოს ბინადრობის უფლების ,,გაყიდვა“, უძრავი ქონების შეძენის სანაცვლოდ.

https://www.facebook.com/beqavardosanidzeofficial/videos/270296223620982/UzpfSTEwMDAwNDc2MDQ3MzI5NzoxMjA4OTc4NzkyNjA0MTI1/?id=100004760473297

 

  1. 2018 წლის 7 დეკემბერს საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მივმართეთ იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს. სადაც ვითხოვდით სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იუსტიციის სამინისტროს 16 დეკემბრამდე შეეჩერებინა სასოფლო–სამეურნეო მიწების რეგისტრაცია, ნებისმიერი კანონიერი მეთოდით, მათ შორის ტექნიკური მიზეზების გამოყენებით. ვინაიდან, საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმის არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. გარდა ამისა, სხვადასხვა საზოგადოებრივმა და პოლიტიკური ჯგუფებმა გავმართეთ ერთკვირიანი უწყვეტი აქცია იუსტიციის სახლთან.

 https://www.facebook.com/photo/?fbid=10217413106980492&set=a.4620840959909%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AF/?fbclid=IwAR0BgH5DHfRUvDJo3STTXSTV15nx2A02mksRqIVZTqSPECWze4o_JQjyCjE

https://www.facebook.com/ztomaradze/videos/10217456243178870

 

  1. 2019 წლის 25 იანვარს ორგანიზაციამ: „ერი და სახელმწიფო“ წერილით მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, სადაც ვითხოვდით: პარლამენტში შექმნილიყო ქვეყნის ყველაზე მთავარი პრობლემის „დემოგრაფიულ საკითხთა საბჭო“.

http://kvira.ge/445134?fbclid=IwAR3ziXTka0Ia9eEcdVJeU8bOQVD-_wk978FmvgWhmVs3Bt3iSuXCNNRXndg

 

  1. 2019 წლის 22 თებერვალს პარლამენტში შევიტანეთ საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიხედვითაც: შეიზღუდებოდა სასოფლო–სამეურნეო მიწის მასივების არასასოფლო-სამეურნეოდ რეგისტრირების (კატეგორიის შეცვლა) მავნე პრაქტიკა.
    (კანონპროექტის ავტორები: ნიკოლოზ კიკნაველიძე, ზვიად ტომარაძე). 13 მარტს მოხდა აღნიშნული კანონპროექტის განხილვა აგრარულ საკითხთა კომიტეტში, სადაც დაგვაიმედეს რომ ეს საკითხები გათვალისწინებული იქნებოდა ახალ კანონში, თუმცა პირობა არ შეასრულეს.

https://www.facebook.com/dedakalaki/videos/395207197940702/UzpfSTEwMDAwNDc2MDQ3MzI5NzoxMzEwNDI0MDQyNDU5NTk5/?id=100004760473297

 

  1. მრავალი წელი მოვუწოდებდი ხელისუფლებას აღედგინა “მიწის მართვის სახელმწიფო დეპარატამენტი”, რომელიც 2004 წელს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, უსაფუძვლოდ გააუქმა სააკაშვილის ხელისუფლებამ. სახელმწიფომ უნდა იცოდეს, თუ რამდენი ჰექტარი სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების სავარგული აქვს და რამდენია კერძო მფლობელობაში, მათ შორის უცხოელების საკუთრებაში. 2019 წლის თებერვალში ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება „მიწის დგრადი მართვის სააგენტოს“ შექმნის შესახებ, რომელიც 2020 წლიდან ამოქმედდება.

https://old.alia.ge/news/14486

https://commersant.ge/ge/post/miwis-mdgradi-martvis-saagento-axali-ssip-romelic-800-atasit-larit-dafinansdeba

 

  1. 2019 წლის 7 მაისს საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ღია წერილით მივმართე ხელისუფლებას არ დაეშვა ე. წ. „ღირსების მარშის“ ჩატარება. გარდა ამისა, აღნიშნულ საკითხზე, საიტზე „მანიფესტი ჯი.“ განვათავსეთ პეტიცია. 10 მაისს საიტმა მანიფესტი.ჯი–მ საკუთარი გვერდიდან უსაფუძვლოდ (ვითომ გამოვიყენეთ სიძულვილის ენა) მოხსნა ჩვენი პეტიცია, რომელიც მიმართული იყო ხელისუფლებისადმი, სადაც უსაფრთხოებიდან და ზნეობიდან გამომდინარე ვითხოვდით არ დაეშვა 18–23 ივნისს დაგეგმილი “ლგბტ ღირსების მარში”. ორშაბათს 13 მაისს მივმართე სასამართლოს უზრუნველყოფის მოთხოვნით, სარჩელის აღძვრამდე საიტს თავის გვერდზე აღედგინა პეტიცია. 16 მაისს მოსამართლე ქ–ნ მაია გაგაურისგან, სამწუხაროდ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი მივიღე.

https://www.facebook.com/photo/?fbid=10218580886934261&set=a.4620840959909

 

  1. 2019 წლის 26 მაისს ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფო“ ვიმყოფებოდით დავით გარეჯში.

https://www.facebook.com/ztomaradze/videos/10218727816887418/

 

  1. 2019 წლის 10 ივლისს ღია წერილი (ქართულ და რუსულ ენაზე) მივწერე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, სადაც დავუსაბუთე, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება სამაჩაბლოსთან და აფხაზეთთან დაკავშირებით იყო სიცრუე.

https://iberiana.wordpress.com/ruseti/z_tomaradze/?fbclid=IwAR2AeH-XYGJRNhAs2hNVcyoau4VZleZkhETlevNOo7OKvFeJ8xnQZjpxFdA

 

  1. 2019 წლის 21 აგვისტოს წერილით მივმართეთ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის გაუქმების მოთხოვნით.

https://tvalsazrisi.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%95/?fbclid=IwAR36YZbVIMMTSEQ2xGTN5Ga5QphwaW_66gl3cK18csOivODvRMnDEFSwbtY

 

  1. 2019 წლის 30 სექტემბერს წერილით მივმართეთ პრემიერ–მინისტრს გიორგი გახარიას მოთხოვნით: დაუყოვნებლივ ამოღებულიყო ხელისუფლების დადგენილებიდან (488) „თანასწორობა გენდერული საკითხები“.

https://www.facebook.com/photo/?fbid=10219802303708917&set=a.4620840959909

 

  1. 2019 წლის 7 ოქტომბერს პარლამენტში შევიტანე კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან წვევამდელების დატოვება გირჩს აღარ შეეძლებოდა.22 ოქტომბერს პარლამენტის თავადაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, განიხილეს ჩემს მიერ შემუშავებული კანონპროექტი. კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას ასევე აღვნიშნე, რომ წვევამდელთა გაწვევის სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრამდე, პარლამენტს წვევამდელთა გაწვევაზე მორატორიუმი დაეწესებინა.კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

https://mcm.ge/%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%95/

https://netgazeti.ge/news/400136/

 

  1. 2019 წლის 31 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე წმინდა სინოდს შევთავაზე: „საეკლესიო სასამართლოს აღდგენა და პარლამენტში საპატრიარქოს მხრიდან საპარლამენტო მდივნის დანიშვნა.

https://mcm.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%94%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9d-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a6/?fbclid=IwAR1u3NFpjmQhj6yM3b0q4yMzfg9UQhf0lh7_-Hi1fy-MXybECX14W0005h0

 

  1. 2019 წლის 10 ნოემბერს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, მივმართეთ ცესკოს რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით: საზოგადოებას გადაეწყვიტა, სურდა თუ არა პროპორციული სისტემა 2020 წლის არჩევნებზე. ცესკომ 19 დეკემბრის სხდომაზე უარი თქვა ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებაზე.

http://mcm.ge/%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0-%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%92%e1%83%95%e1%83%90/?fbclid=IwAR3_biTPBfYHiYMhJEYsvts2VX-ZdYXI0FhM7xw_fT_SkHFkTm0iza0YV7w

http://cesko.ge/geo/list/show/119161-19-dekembris-skhdomis-shedegebi

 

  1. 2019 წლის 18 დეკემბერს ორგანიზაციამ „ერი და სახელმწიფო“ პარლამენტში შევიტანეთ ხელმოწერა 300–ზე მეტ ხელმოწერასთან ერთად, სადაც ვითხოვდით პარლამენტში შექმნილიყო „დემოგრაფიულ საკითხთა საბჭო“. 26 თებერვალს ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ჩვენს პეტიციას პარლამენტში შექმნილიყო ქვეყნის ყველაზე მთავარი პრობლემის: “დემოგრაფიულ საკითხთა საბჭო”. კომიტეტმა გადაწყვიტა რომ აღადგინოს მხოლოდ ჯანდაცვის კომიტეტთან არსებული დემოგრაფიული საბჭო.

https://www.interpressnews.ge/ka/article/586785-arasamtavrobo-organizacia-eri-da-saxelmcipo-parlamentshi-demograpiul-sakitxta-sabchos-shekmnas-itxovs/?fbclid=IwAR01rBvkn9nh3EOJzsctybYduFLvW5Q5RquG-rV6fyfJUewnzWm2b1gBzaE

http://www.parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/djanmrtelobis-dacvisa-da-socialur-sakitxta-komiteti-149/axali-ambebi-jandacva/djanmrtelobis-dacvisa-da-socialur-sakitxta-komitetis-sxdoma26022020.page?fbclid=IwAR0vu8yPk6uBhcvxSUB6LsMIc6NjAi7uxVhpnLpSi_G_RuHCaQINbSfl09M

 

  1. 2020 წლის 17 თებერვალს გავმართე პრესკონფერენცია, სადაც წარმოვადგინე ოფიციალური მონაცემები იუსტიციის სახლიდან, თუ რამდენი მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვაა გაცემული უცხოელებზე 2015–2019 წლებში.

https://www.youtube.com/watch?v=wSPuDRydn5M&feature=emb_logo&fbclid=IwAR350ceOfKUtL5TC9h_ag-aZIIkuQxsFZfcyDIyUgViWLEMh_pFbF1plLF8

http://kvira.ge/540701?fbclid=IwAR1TkfcFSpYuBvdLK1sEhJUfXMvZOb8Ccs6XTUhOKdi-IBuaRwYerD8xh2k

 

  1. კორონაისტერიის დაწყების პირველივე დღეებიდან ხელისუფლებას მოვუწოდებდი, არ ჩაეკეტა ქვეყანა, დაუყოვნებლივ შეექმნა სასურსათო უსაფრთხოების საბჭო და გაეუქმებინა არაგონივრული შეზღუდვები. 2020 წლის 7 აპრილს ხელისუფლებას მოვუწოდე გაეუქმებინა საგანგებო მდგომარეობა.

https://for.ge/view/183284/sxva-SemTxevaSi-viqnebiT-kolonia.html?fbclid=IwAR2EQoSp6hq1VmZRSxK7LZUsz6uzZS7MCL6KaM70EluRA5SI3Wc_TThy65c

https://akhali.ge/2021/01/09/842/?fbclid=IwAR3jPqPA5LZe5Mmz1j9hwOXktHa8yWjvs2klDdYu_DvSF-VWSwLY3SY_k1A

https://tvalsazrisi.ge/%e1%83%96%e1%83%95%e1%83%98%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%94/?fbclid=IwAR0aUZgJp798WuHj7crMMh78DRKiFqkVNl5zZIaQTD-VgryjcCPrl0LU6nI

 

  1. 2020 წლის 8 ივნისს მივმართე პარლამენტის მეცნიერების, განათლების და კულტურის თავმჯდომარეს ბ–ნ გენადი მარგველაშვილს, ხელისუფლებას შეეჩერებინა დუშეთის რაიონში სოფელ ნაღვარევის ეკლესიის, მე–13 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩინური კომპანიის მიერ მიმდინარე უნებართვო მშენებლობა.

https://tvalsazrisi.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA-300-%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98-%E1%83%93/?fbclid=IwAR3WfeIqaVhuaV_YmlInsFzE_NWuOY0h1xsHFTV_zY_HXRpnsMsX81Dc0zk

 

  1. 2020 წლის 20 ივნისს და 4 ივლისს ორგანიზაციის წევრები ვიმყოფებოდით რაჭაში დიდი ჰესების (არა ონის კასკადს) საწინააღმდეგო აქციაზე.

https://www.facebook.com/ztomaradze/videos/10222708284596623

https://www.facebook.com/ztomaradze/videos/10222709265381142

ამავე საკითხზე 2020 წლის 24 ივნისს ღია წერილით მივმართ პრემიერ გიორგი გახარიას დიდი ჰესების (ონის კასკადი, ნენსკრა, ნამახვანი) მშენებლობების შეჩერების მოთხოვნით.

არა დიდ ჰესებს!!! – ღია წერილი პრემიერს