კობა კუპრაშვილი:
“გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტის აქამდე გასაიდუმლოებული ოქმების რეზიუმე, შეჯამებული ტოქსიკოლოგის, პროფესორ დოქტორ შტეფან ჰოკერტცის მიერ:
1. “კოვიდ 19” არ არის გრიპზე საშიში;
2. “პანდემიის” საფეხურზე აყვანა და რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ რისკის მაღალ დონეზე შეფასება მოხდა არა მეცნიერულ ფაქტებზე დაყრდნობით, არამედ ერთი გარე აქტორის (უცნობი პიროვნების, რომლის სახელიც გაშავებულია დოკუმენტებში) მითითებით;
3. აეროზოლები არ თამაშობენ რამე მნიშვნელოვან როლს;
4. პირბადეების მანდატს არ ჰქონდა სამეცნიერო საფუძველი (თვით FFP 2 პირბადეებსაც კი);
5, იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ჩაკეტვები (ლოკდაუნი) უფრო საზიანოა, ვიდრე თავად “კორონა”;
6. მეცნიერულად არ დასტურდება, რომ მ-რნმ გენთერაპიას (რომელსაც რატომღაც “ვაქცინები” უწოდეს) რამე დამცავი ეფექტი აქვს;
7. უმიზეზოდ ხალხის მასობრივი ტესტირება შეცდომაში შემყვანია და არასწორ სურათს (პანდემიის იმიტაცია-ილუზიას) ჰქმნის;
8. “ასიმპტომატური გადაცემა” არ არსებობს. ანუ ე.წ. “უსიმპტომო პაციენტები” ვერავის ვერ დააავადებენ. მათი დაავადებულთა სტატისტიკაში აღრიცხვა და მითუმეტეს კარანტინში გამოკეტვა არამართებულია;
9. 2020-2021 წლებში, მიუხედავად იმისა, რომ საფრთხემ გადაიარა, “პანდემია” მაინც არ გააუქმეს პოლიტიკური მიზეზების გამო;
10. სიცხის და სხვა აუცილებელი სიმპტომების წაშლა/სიიდან ამოღება , რათა “დაავადებათა შემთხვევების” სტატისტიკა ხელოვნურად გაებერათ;
ეს ყველაფერი დასტურდება ოფიციალური დოკუმენტებით შავით თეთრზე დაახლოებით 2500 გვერდზე (რომელთაგანაც 1000 პასაჟი გაშავებულია და არ იკითხება).
ეს ყველაფერი იცოდნენ იმთავითვე, როგორც მეცნიერებმა, ისე პოლიტიკოსებმა.
ეს ყველაფერი მე მითქვამს თავის დროზე და “ფაქტჩეკერები” ამ ყველაფერს ადებდნენ ვერდიქტს: “დეზინფორმაცია”…