წლის განმავლობაში რას რამდენს მოვიხმართ, რამდენს ვაწარმოებთ და რამდენი შემოგვაქვს იმპორტით. ოფიციალური მონაცემები (2021 წელი):

ხორბალი მოვიხმარეთ 620 ათასი ტონა, ვაწარმოეთ 136 ათასი ტონა, იმპორტით შემოვიტანეთ 482 ათასი ტონა.

სიმინდი მოვიხმარეთ 315 ათასი ტონა, ვაწარმოეთ 233 ათასი ტონა, იმპორტი 83 ათასი ტონა.

კარტოფილი მოვიხმარეთ 228 ათასი ტონა, ვაწარმოეთ 235 ათასი ტონა,  იმპორტი 19 ათასი ტონა.

ბოსტნეული მოვიხმარეთ  245 ათასი ტონა, ვაწარმოეთ 149 ათასი ტონა, იმპორტი 108 ათასი ტონა.

მსხვილფეხა საქონლის ხორცი  მოვიხმარეთ 24.6 ათასი ტონა,  ვაწარმოეთ 20.5 ათასი ტონა,  იმპორტი 6.5 ათასი ტონა.

ღორის ხორცი მოვიხმარეთ 41.7 ათასი ტონა, ვაწარმოეთ 21.8 ათასი ტონა,  იმპორტი 24.5 ათასი ტონა.

ფრინველის ხორცი მოვიხმარეთ 69.3 ათასი ტონა, ვაწარმოეთ 25.5 ათასი ტონა,  იმპორტი 53.6 ათასი ტონა.

რძე და რძის პროდუქტები მოვიხმარეთ 720 ათასი ტონა, ვაწარმოეთ 588 ათასი ტონა, იმპორტი 155 ათასი ტონა.

კვერცხი მოვიხმარეთ 653 მილიონი,  ვაწარმოეთ 655 მილიონი,  იმპორტი 17 მილიონი.

*შენიშვნა (შეჯამებისას სხვაობა გამოწვეულია ან ექსპორტით, ან მარაგით)

 

აქვე გავეცნოთ დაახლოებით რა თანხები გადის ყოველწლიურად ქვეყნიდან პროდუქტების შესაძენად. 2021 წლის მონაცემებით შევიძინეთ:

93.5 მილიონი აშშ დოლარის ხორბალი;

11.9 მილიონის პურის ფქვილი;

53.5 მილიონის მცენარეული ზეთი;

60.3 მილიონის შაქარი;

51.8 მილიონის ხორცი (ფრინველის გარდა);

63.9 მილიონის ფრინველის ხორცი;

38.4 მილიონის თევზი (დაკონსერვებულის ჩათვლით);

16.3 მილიონის შეუსქელებელი რძე, კეფირი, იოგურტი;

21.2 მილიონის შესქელებული რძე, რძის ფხვნილი;

26.3 მილიონის კარაქი;

36.4 მილიონის მარგარინი;

35.7 მილიონის ბოსტნეული;

2.6 მილიონის კარტოფილი;

66.4 მილიონის ხილი.

მხოლოდ ეს ყველაფერი რომ დავაჯამოთ 580 მილიონი დოლარი გამოდის, ანუ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი გადის ქვეყნიდან და თან ეს პროდუქტების სრული სია არაა…

ზვიად ტომარაძე