1. ეტაპი. 1991 წელი: კანონიერი ხელისუფლების დამხობა;
2. ეტაპი. 1992– 2003 წლები:
გენოფონდის ლიკვიდაცია ომებში; ახალგაზრდობის მასიური ნარკომანიზაცია და საზღვარგარეთ ემიგრაცია (ძირითადად საქურდავად, ან ლტოლვილად ჩასაბარებლად); საშუალო, შეძლებული ფენის გაქრობა; მრეწველობის სრული განადგურება; მოსახლების საბანკო კაბალაში გაბმა;
3. ეტაპი. 2003–2012 წლები:
სოფლის მეურნების განადგურება; სტრატეგიული ობიექტების და ბუნებრივი სიმდიდრის გაყიდვა; სადისტური სიმკაცრე ციხეში და მის გარეთ, რამაც გამოიწვია მოსახლეობის მორალური დაკნინება; უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორის შექმნა; ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა; საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების და ტრადიციების მარგინალიზაცია; მეცნიერების და განათლების სისტემის მოშლა;
4. ეტაპი. 2012–2019 წლები:
საზოგადოებისთვის უმრავლეობისთვის ყოვლად მიუღებელი, ანტიეროვნული ცვლილებები კანონმდებლობაში; სახელისუფლებო ვერტიკალის მოშლა; გაძვირებული ფასები პროდუქტებზე და კომუნალურებზე; აზარტული ბიზნესის და საბანკო სექტორისთვის ხელშეწყობა; უცხო ქვეყნებიდან იმიგრაცია და მათზე უძრავი ქონების გაყიდვა, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის ქვეყნიდან გადინება.
აქ მხოლოდ ძირითადი ჩამონათვალია და შეიძლება ბევრი რამ გამომრჩა. ზოგიერთი მავნებლობა სამივე პერიოდში ხდებოდა, მაგრამ ყველგან აღარ გავიმეორე…
შედეგები:
1) უარყოფითი სალდო ექსპორტ–იმპორტს შორის 7 მილიარდ 964 მილიონი დოლარი;
2) საგარეო ვალი: 24 მილიარდი დოლარი;
3) 672 000 სოციალურად დაუცველი;
4) ბანკების წმინდა მოგება 2022 წელს: 2 მილიარდ 89 მილიონი ლარი;
5) აზარტული თამაშების ბრუნვა 2022 წელს: 52,5 მილიარდი ლარი;
6) 2022 წელს: შობადობა: 42 319 გარდაცვალება: 49 118 ბუნებრივი კლება: –6799
    (2021 წელს: ბუნებრივი კლება –13 960):
7) 2022 წელს: დაქორწინდა: 26 048 განქორწინდა: 14 098
    (ბოლო წლებში დაქორწინების სტატისტიკა კლებადია, განქორწინება მზარდი)
8) ძირითადი კვების პროდუქტების იმპორტისთვის, რომლის მოყვანაც საქართველოში თავისუფლად შეგვიძლია, ქვეყნიდან ყოველწლიურად მილიარდ დოლარზე მეტი გადის.
საქართველოს ყველა პირობა და რესურსი გააჩნია, რომ იყოს მდიდარი და შეძლებული სახელმწიფო! ჩვენს მიწას 12 მილიონი ადამიანის გამოკვება შეუძლია, ასევე გაგვაჩნია ბუნებრივი წიაღისეული.
გეოლოგების მიერ შეფასებული საქართველოს მარაგებია: ნავთობი 680 მილიონი ტონა, გაზი 150 მილიარდი კუბური მეტრი. დღეს საქართველოში ყოველწლიურად მხოლოდ 40 ათას ტონა ნავთობს და 15 მილიონ კუბურ მეტრს გაზს მოიპოვებენ. ამ ყველაფერს თუ დავუმატებთ, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას, აზერბაიჯანული რესურსების საქართველოზე გატარების სანაცვლოდ მიღებულ გაზს და ნავთობს, დავინახავთ, რომ საქართველოში ენერგორესურსებზე არსებული მაღალი ფასები ხელოვნურია!
3,7 მილიონიანი ქვეყნის ფეხზე დაყენებას მხოლოდ სურვილი და მონდომება სჭირდება!
ზვიად ტომარაძე 26/10/2023