როდესაც სისტემის წინააღმდეგ მიდიხარ, შენს გასანეიტრალებლად ქმნიან ე.წ. კლონებს, ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებაში ზუსტად იმავე თემებით იწყებენ აქტიურობას. აღნიშნული მეთოდი 2 ძირითად მიზანს ისახავს: არასასურველ პიროვნებაზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას და საკითხის მარგინალიზაციას. ასეთი ადამიანები, ძირითადად სხვადასხვა მანკიერი თვისებების გამო დათანხმებული ჰყავთ თანამშრომლობაზე. მათ უქმნიან სპეციალურ პირობებს საზოგადოებაში გამოსასვლელად, მათზე ქმნიან მითებს: ვაჟკაცობაზე, წამებული იმიჯისა და ინტელექტუალობაზე. სოციალურ ქსელში კი ხდება ხელშეწყობა მათი პიროვნების წარმოსაჩენად. როგორც ზემოთ აღვნიშნე, გარდა იმ 2 ძირითადი მიზნისა, არსებობს სხვა მიზნებიც, მაგალითად “გაპონების” მიერ უმართავი პიროვნების ჩართვა კონფქლიქტში, მასზე ათასგვარი სიბინძურის დაბრალება, ხოლო მათზე თუნდაც გამოპასუხების შემთხვევაში მიზანი უკვე მიღწეულია, რადგან მთავარია დაგაბრალონ და თუ შეხვედი კონფქლიქტში და თავს იმართლებ უკვე მის დონეზე ხარ… ამას გარდა, აქციების ან თემის აქტუალიზაციის დროს, გაპონი აუცილებლად ეცდება შენთან მოწებებას და გაიგივებას, რათა მოხდეს იმ თემის მარგინალიზაცია, რაც უპირისპირდება სისტემას. საზოგადოება კიდევ უფრო იბნევა, როდესაც საქმე ისეთ დახვეწილ მავნებლობასთან გვაქვს, როდესაც სისტემის წინააღმდეგ დაწყებული თემის დროს, ხდება სხვა საკითხით მისი გადაფარვა. რა უნდა დავუპირისპიროთ ასეთ დროს “დედით ცნობილებს” (დავესესხები დოჩანაშვილს)? სრული იგნორი ან მხილება (უკიდერეს შემთხვევაში ფიზიკური ანგარიშსწორება). გარდა დათანხმებული თანამშრომლებისა, სისტემა ასევე ხელს უწყობს ობსესიური (აკვიატებული) იდეების მქონე ტანსაცმლიან გიჟებსა და რელიგიური შიზოფრენიით დაავადებულ სექტებს, რომელთა სიმცირეს ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ არ ვუჩივით. ამ ჩამონათვალში აუცილებლად უნდა გამოვყოთ მესამე კატეგორიაც, რომელსაც წარმოადგენენ ადამიანები მოჭარბებული ამბიციით, ანუ მათ ჰგონიათ რომ “გორდიას კვანძის” გასაჭრელად მოევლინენ ქვეყანას და ბედკრული სამშობლო მათ გამოჩენას ელოდება. მხოლოდ მათ აქვთ რეცეპტი ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. ასეთი ადამიანები მალევე რწმუნდებიან რომ ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან და განიცდიან ღრმა, დეპრესიულ იმედგაცრუებას.
“და უთხრა მათ: ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!”. (მარკოზი 4,9)

ზვიად ტომარაძე

4/12/2019