როგორც იცით ყოველწლიურად ვდებ ოფიციალურ სტატისტიკას, თუ სოფლის მეურნეობის პროდუქცია რამდენი რა მოვიხმარეთ, ვაწარმოეთ და იმპორტით შემოვიტანეთ. 2022 წლის სტატისტიკაც არ იყო სახარბიელო, თუმცა 2021 წელთან შედარებით კიდევ უფრო უარესი სიტუაციაა, კერძოდ:
სიმინდი ვაწარმოეთ 80 ათასი ტონით ნაკლები ვიდრე 2021 წელს;
კარტოფილი ვაწარმოეთ 36 ათასი ტონით ნაკლები და შემოვიტანეთ 2 ათასი ტონით მეტი;
ბოსტნეული ვაწარმოეთ 20 ათასი ტონით ნაკლები და შემოვიტანეთ 21 ათასი ტონით მეტი;
ღორის ხორცი ვაწარმოეთ ათასი ტონით ნაკლები და შემოვიტანეთ 3,5 ათასი ტონით მეტი;
ფრინველის ხორცი ვაწარმოეთ ათასი ტონით ნაკლები და შემოვიტანეთ 13,2 ათასი ტონით მეტი;
რძე და რძის პროდუქტები ვაწარმოეთ 23 ათასი ტონით ნაკლები და შემოვიტანეთ 20 ათასი ტონით მეტი;
კვერცხი შემოვიტანეთ 20 მილიონი ცალით მეტი.
აქვე გავეცნოთ დაახლოებით რა თანხები გავიდა პროდუქტების შესაძენად 2022 წელს ქვეყნიდან და რამდენით მეტი ვიდრე 2021 წელს:
64.7 მილიონი აშშ დოლარის ხორბალი;
68.1 მილიონის პურის ფქვილი; (56,2 მილიონით მეტი ვიდრე 2021 წელს)
58.8 მილიონის მცენარეული ზეთი; (5,3 მილიონით მეტი)
89.4 მილიონის შაქარი; (29,1 მილიონით მეტი)
61.4 მილიონის ხორცი (ფრინველის გარდა); (9,6 მილიონით მეტი)
93.6 მილიონის ფრინველის ხორცი; (29,7 მილიონით მეტი)
64.5 მილიონის თევზი (დაკონსერვებულის ჩათვლით);
(26,1 მილიონით მეტი)
20.7 მილიონის შეუსქელებელი რძე, კეფირი, იოგურტი; (4,4 მილიონით მეტი)
35 მილიონის შესქელებული რძე, რძის ფხვნილი; (13,8 მილიონით მეტი)
21.9 მილიონის კარაქი;
60.9 მილიონის მარგარინი; (24,5 მილიონით მეტი)
47.4 მილიონის ბოსტნეული; (11,7 მილიონით მეტი)
91.9 მილიონის ხილი; (25,5 მილიონით მეტი)
5.9 მილიონის კვერცხი. (1,2 მილიონით მეტი)
4.1 მილიონის კარტოფილი; (1,5 მილიონით მეტი)
მხოლოდ ეს ყველაფერი რომ დავაჯამოთ 788 მილიონი დოლარი გამოდის, ანუ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი გადის ქვეყნიდან და თან ეს პროდუქტების სრული სია არაა…
რაც შეეხება პირუტყვის და ფრინველის სულადობას, 2022 წლის ბოლოს გვყავდა:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: 922.8 ათასი (5,8 ათასით ნაკლები ვიდრე 2021 წელს);
ღორი: 150.2 ათასი (2,9 ათასით ნაკლები);
ცხვარი და თხა: 914 ათასი (42,8 ათასით ნაკლები);
ფრინველი: 8955.8 ათასი ფრთა (297,8 ათასი ფრთით ნაკლები).
ზვიად ტომარაძე
18/06/2023