ზურაბ ქუმსიაშვილი:
“დაშხამული ღვინო – ქართული სუფრის “სიამაყე”!
პესტიციდები VS ჯანმრთელობა.
იცით რამდენია საქართველოდან საზღვარგარეთ იმპორტირებული ერთი ბოთლი ღვინის საშუალო ფასი? სამარცხვინოდ 2,3 $ და ამით ამაყობს მთავრობა!
ვერ გაიგო ქართველმა გლეხმა, რომ ამდენი დაშხამვით მოსავალსაც ანადგურებს, საკუთარ ჯანმრთელობასაც და საკუთარი შვილების ჯანმრთელობასაც, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ. საქართველოს სასოფლო მიწები ისეა დაშხამული, რომ ვენახებში ჭიაყელას ვერ ნახავთ, რომელიც უპირველესი პასუხისმგებელია მცენარის ნორმალურ განვითარებაზე.
პესტიციდები (ქიმიური იარაღი) – ინსექტიციდები, ჰერბიციდები, ფუნგიციდები და ზოოციდები საბოლოოდ ჩვენს სუფრაზე ხვდება და საქართველოს ყოველი მოქალაქე საშუალოდ 4-დან 6 კილოგრამამდე ამ შხამებს იღებს. ამიტომაც გეომეტრიული პროგრესიით მრავლდება ქვეყანაში მწვავე და ქრონიკული დაავადებები. ქვეყანაში, სადაც მსოფლიო ნიადაგების სახეობების 90%-ზე მეტი გვაქვს და მათ შორის ისეთი ნიადაგები გვაქვს, რომელიც ევროპაშიც არ არსებობს. ქვეყანაში, რომელშიც უნიკალური კლიმატური პირობებია ბიო და ორგანული მოსავლის მოყვანისთვის, რაც გააათმაგებდა ბიუჯეტს.
პესტიციდებს ხმარობენ მთელ მსოფლიოში და საქართველოში საერთოდ უკონტროლოდ და უზომოდ დიდი რაოდენობით. ბოლო კვლევებით პესტიციდები აღმოჩნდა ბავშვის კვებაში, შარდში და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს დედის რძეშიც! ამის გამო ჩვენი პატარა ერი რეალური გაქრობის ზღვარზეა! ვინც დღეს ამას ვერ იაზრებს, IQ ტესტი ჩაიტაროს.
ქვეყანა 90%-ით იმპორტდამოკიდებულია საკვებზე და შემოდის პესტიციდებით გატენილი, სხვა ქვეყნებში დაწუნებული ნაგავი. ამ იმპორტიორების და პესტიციდების იმპორტიორების ე.წ. დამკრიშველები კი პარლამენტის დარბაზს “გვიმშვენებენ”, ისინი, ვინც ამათ კანონებით უწყობს ხელს.
კატასტროფულადაა გაზრდილი მწვავე ონკოლოგიური დაავადებები! დღევანდელი მდგომარეობით, სტატისტიკის თანახმად, ყოველი მეოთხე მოქალაქე მწვავე ონკოლოგიური დაავადებებით გარდაიცვლება და ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია შხამ-ქიმიკათებთან, რომელსაც საკვებიდან ვიღებთ. ბავშვების აქონდროპლაზიაზე რომ საუბრობენ, პირდაპირი კავშირია პესტიციდებთან! ამას ნებისმიერ მცოდნე ექიმს დაუმტკიცებთ. სიამაყით რომ აცხადებენ 7 მილიარდი დავხარჯეთ მკურნალობაშიო, 2 მილიარდი დაეხარჯათ პრევენციაზე და ქვეყნის სოფლის მეურნეობის ორგანულზე გადასაყვანად.
მაქსიმალურად გაავრცელეთ ეს ინფორმაცია, რათა ვაიძულოთ შესაბამისი მაღალჩინოსნები, რომ მოგვისმინონ.
ინდოეთის სიკიმის შტატი მთლიანად ორგანულ სოფლის მეურნეობაზე გადავიდა და საერთოდ აკრძალა პესტიციდები და შხამები. მთელი მსოფლიოდან გაუათმაგდათ ტურიზმი და თავისუფლად ყიდიან უძვირეს ბიო პროდუქციას. ჩვენ კი ხაჭაპურშიც ყველის მსგავსი ირანული რძეპასტით დამზადებული მასა გვიდევს და ხინკალშიც ხორცის მსგავსი მასა.
არ ჭირდება ვაზს არანაირი პესტიციდი და დაშხამვა!
არ ჭირდება ქვევრს მოპარაფინება! პარაფინი ნავთობისგან მიიღება და ანადგურებს ღვინის ხარისხს! ფუტკრის ცვილში ყოველთვის ურევენ პარაფინს და სუფთაც რომ იყოს, ბლოკავს ქვევრის იმ უნიკალურ თვისებას, რასაც ქვევრის შიდა ზედაპირის სუნთქვა ქვია ნანობუშტუკების ხარჯზე და არა გარედან, როგორც ზოგიერთ ე.წ. მეღვინეს გონია.
მცენარის დაცვის უამრავი ალტერნატიული და იაფი საშუალება არსებობს – ოზონირებული წყალი, ჭინჭრის ნაყენი, სოდიანი ხსნარი, სპეციალური მწერები, რომლებიც ანადგურებენ მავნებლებს და არა მცენარეს და კიდე ბევრი სხვა საშუალება.
ქართველ გლეხკაცს 8000 წელი მოყავდა ვაზი, აყენებდა ორგანულ ღვინოს ე.წ. მოუსანთლავ ქვევრში და იყო ჯანმრთელი. დღეს კი მთელი სოფლის მეურნეობა დავშხამეთ და გავანადგურეთ!
დაბოლოს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ახალი ვენახის გაშენება, ჩვენი გუნდი სრულიად უფასოდ ასწავლის როგორ მიწაზე უნდა გააშენოს, როგორ უნდა გააშენოს, როგორ დაიცვას მცენარე და როგორ დააყენოს ნამდვილი ორგანული ღვინო, რომელის თითო ბოთლის ფასი უცხოურ ბაზარზე 70 ევროზე ნაკლები არ იქნება და მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს იმხელა ბაზარია. ასევე ვასწავლით ისეთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომლის ანალოგი მსოფლიოში არაა. ასევე ექნება უნარჩენო წარმოება და სერიოზული შემოსავლები თუნდაც ვაზის ჩამოყრილი ფოთლებიდან, რომელსაც ზოგი “პროფესორი გლეხი” წვავს.
ესეც სიკიმის შტატის დიდებული მაგალითი ინდოეთიდან:”
No photo description available.