ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ მიერ იუსტიციის სახლიდან გამოთხოვოლი ოფიციალური ინფორმაცია, თუ რამდენ უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა 2010-2022 წლებში?
2010-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობა სულ მიენიჭა 65 575 უცხო ქვეყნის მოქალაქეს, აქედან:
1) საქართველოს მოქალაქეობის დროებითი აღდგენის უფლება: 6280
(პირები, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობის დაკარგეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებით და კვლავ აღიდგინეს საქართველოს მოქალაქეობა)
2) საქართველოს გამარტივებული წესით მინიჭება: 545
(საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებული პირები)
3) საქართველოს მოქალაქეობის მიღება მოქალაქეობის არქონის გამო: 111
4) საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭება: 34
(დაიბადა საქართველოში)
5) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება: 93
6) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება: 58 602
საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება (პირველი ოცი ქვეყანა):
1) რუსეთი 40 921. 2) თურქეთი 3400. 3) აშშ 2495. 4) სომხეთი 1943. 5) ისრაელი 1865.
6) საბერძნეთი 1786. 7) უკრაინა 1469. 8) ირანი 521. 9) დიდი ბრიტანეთი 420. 10) საფრანგეთი 395. 11) პორტუგალია 315. 12) ბელარუსი 273. 13) იტალია 235. 14) კანადა 201. 15) გერმანია 194. 16) ბელგია 182. 17) უზბეკეთი 152. 18) ესპანეთი 148. 19) ნიდერლანდები 99. 20) მოლდოვა 96.
ამ მონაცემებში უცნობია რამდენი მოქალაქე იყო ყოფილი საქართველოს მოქალაქე, ან ეთნიკურად ქართველი.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის სექტემბერში პარლამენტში შევიდა ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ხელმძღვანელის, ზვიად ტომარაძის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც: 1. უცხოელებისთვის მკაცრდებოდა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, არსებული 5 წლიანი უწყვეტად ცხოვრების ვადა 10 წლამდე იზრდებოდა და 2. ეთნიკური ქართველებს, ემიგრანტებს საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მინიჭებოდათ.
ამ საკითხზე პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე ამ ორი საკითხის გარდა, ასევე დავაყენეთ კიდევ ორი საკითხი, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისას სავალდებულო ყოფილიყო ქართული ენის და საქართველოს ისტორიის ცოდნა და ფიქტიური ქორწინების გამოსარიცხად არსებული 2 წლიანი ვადა 5 წლამდე გაზრდილიყო. სამუშაო ჯგუფმა 4–დან სამი საკითხი სრულიად გაიზიარა, ხოლო ერთი ნაწილობრივ. 2018 წლის 6 აგვისტოს ძალაში შესული კანონის მიხედვით: 1. უცხოელებისთვის მაკაცრდა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება, არსებული 5 წელი გაიზარდა 10 წლამდე; 2. ფიქტიური ქორწინების გამოსარიცხად არსებული 2 წელი გაიზარდა 5 წლამდე; 3. საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისას სავალდებულო გახდა ქართული ენის და საქართველოს ისტორიის ცოდნა.
კიდევ ერთი დეტალი, 2013 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ თურქეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, სახელდებოდა სხვადასხვა რიცხვი, გაირკვა, რომ 2013 წელს 2832 თურქეთის მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.
*სურათზე მოცემულია საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება (პირველი 20 ქვეყანა).