გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის სახელმწიფო კონტროლის შესახებ!
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე ყოველწლიურად ხდება (წელიწადში 30 დან 120 ნიმუშამდე) გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობაზე სხვადასხვა სახის სურსათის ლაბორატორიული კვლევა, კერძოდ: სოიოს და მისი პროდუქტების, სიმინდის, რაფსის ზეთის, მიწის თხილის, შოკოლადის, ბრინჯის, კარტოფილისა და სხვა პროდუქტებზე.
2014 წელი: 30 ნიმუში – დარღვევა 0.
2015 წელი: 100 ნიმუში – დარღვევა 2.
2016 წელი: 100 ნიმუში – დარღვევა 2.
2017 წელი: 120 ნიმუში – დარღვევა 1.
2018 წელი: 30 ნიმუში – დარღვევა 1.
2019 წელი: 30 ნიმუში – დარღვევა 3.
2020 წელი 50 ნიმუში – დარღვევა 0.
2022 წელი 30 ნიმუში – დარღვევა 0.
2023 წელს დაგეგმილია 30 ნიმუშის აღება, დღეის მონაცემებით უკვე აღებულია 4 ნიმუში – დარღვევა 0.
ლაბორატორიის დასკვნის საფუძველზე, ყველა გამოვლენილი შეუსაბამობის დროს ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 5 000 ლარით, დაევალა ბაზრიდან სურსათის გამოთხოვა და მისი ხელახალი ეტიკეტირება კანონმდებლობის შესაბამისად.